დაუსრულებელი არეულობა
ღამე...სიჩუმე...სიბნელე და უამრავი ფიქრი თავში. ერთი ქრება,თითქოს მორჩი ყველაფერზე ფიქრს დაიცალე,თუმცა ამდროს ფიქრს იწყებ სხვა თემაზე და დაუსრულებლად ფიქრობ,შენი აზრები ირევა ერთმანეთში, თავში თითქოს დომხალია,შენი ფიქრებიც ერთმანეთში ირევა,შენც იბნევი ვეღარ ხვდები რაზე იფიქრო ყველა აზრი ერთმანეთშია არეული და საბოლოოდ მეორე დღეს იღვიძებ იმ აზრებით რაც ღამე თავში ერთდროულად გერეოდა,არადა არ რჩება,ერთი მეორეს ენაცვლება,მეორე მესამეს, მესამე მეოთხეს და გრძელდება უსასრულოდ სანამ რაიმე ახალი არ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და გაგიფანტავს ერთმანეთში გადახვლართულ ფიქრებს.

No comments:
Post a Comment