მიტოვებულნი
ყველა საგანი, ნივთი ან შენობა როდესღაც ძველდება და გამოუსადეგარი ხდება. ამ დროს ჩვენ მათ თავიდან ვიშორებთ. ნივთების შემთხვევაში ვაგდებთ, ხოლო შენობის შემთხვევაში კი უბრალოდ საცხოვრებლად სხვაგან გადავდივართ და ამ შენობას ბედის ამარა ვტოვებთ. ფოტოზე გამოსახული ნაგებობა, მიატოვეს იმის გამო, რომ ის ძველი იყო. კი უცნაურია შენობაზე ასეთი რამის ლაპარაკი, მაგრამ ადამიანებზეც ხომ ასეა. ჩვენს ქვეყანაში მრავალი მოხუცია, რომლებიც შვილებმა მიატოვეს. ზოგიერთ მათგანს ჯანმთელობის პრობლემაც აქვს, მათი რაოდენობა კი დიდია, სამწუხაროდ ეს მწარე რეალობაა. მოხუცი ადამიანი ამ დროს შინაგანადაც მძიმედაა, რადგან ის მარტოა და არავის არ სჭირდება. აქედან გამომდინარე მიტოვებული შენობები და მოხუცი ადამიანები ერთმანეთს გვანან,მაგრამ ადამიანს გრძნობები გააჩნია, რის გამოც ის თავს შინაგანადაც ცუდად გრძნობს.

No comments:
Post a Comment